ივერიონი / დავით უსუფაშვილი: მოქმედი კანონმდებლობა უუფლებო მთავრობის არსებობას არ ითვალისწინებს!

დავით უსუფაშვილი: მოქმედი კანონმდებლობა უუფლებო მთავრობის არსებობას არ ითვალისწინებს!

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, თუ მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა.


"მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრადუფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა. რაც შეეხება იმას, რომ მთავრობის წევრთა ერთი მესამედით განახლების შემდეგ მთავრობას სჭირდება ხელახლა ნდობის გამოცხადება, დადასტურება პარლამენტში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პარლამენტში ნდობა აღარ აქვს, ეს ნიშნავს იმას, ამ მომენტიდან ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს მთავრობის მობრძანება პარლამენტში, მისი პროგრამის მოსმენა და კენჭისყრა. მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, თუ მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა. ამიტომ, ეს სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები არის სრულიად უსაგნო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

30-04-2015, 12:53
უკან დაბრუნება