ივერიონი / ირაკლი ალასანია: თანამშრომლობა იქნება ყველასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს საშინელი დანაშაული ვაპატიოთ

ირაკლი ალასანია: თანამშრომლობა იქნება ყველასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს საშინელი დანაშაული ვაპატიოთ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ალიანსში შესვლას არ აპირებენ და "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, განცხადება ალასანიამ კამპანიის - "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობისთან" მისი თანამშრომლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


"ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" თუ ნებისმიერი სხვა პარტიის მხარდამჭერებს, თუ მათ დროს ხელისუფლებაში მყოფ საჯარ პირებს ჩემს მოქალაქეებად აღვიქვამ. წესიერი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანები "ნაციონალურ მოძრაობაშიც", "ქართულ ოცნებაში", ჩემს პარტიაშიც და ყველგან არიან.

ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, კონსოლიდაცია გავუკეთო ყველა ძალას, პროდუქტიულ ადამიანებს. თანამშრომლობა იქნება ყველასთან, არა პირადი სიმპათიიდან და ანტიპათიიდან, არამედ საქმიდან გამომდინარე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინელი დანაშაული ვინმეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ უნდა ვაპატიოთ გადაცდომები.

პატიების განცდა თუ არ გვექნება, რადიკალურ დაპირისპირებამდე მივალთ. ამიტომაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი გამოხტდომები, როგორიცაა - საჯარო სასამართლოები მოვაწყოთ, ლინჩის წესით გავასამართლოთ და ა.შ. ეს არის არა მხოლოდ უგუნური, არამედ უღირსი განცხადებები ადამიანებისა, რომელთაც საერთოდ არ წარმოუდგენიათ, როგორ ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


30-04-2015, 14:25
უკან დაბრუნება