ივერიონი / თარხან ბათირაშვილი მოკლულია

თარხან ბათირაშვილი მოკლულია

ერაყული მედიის ცნობით, ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური, თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის და იბრაჰიმ ჩეჩენის ფსევდონიმითაა ცნობილი, მოკლულია. სააგენტო "ალფორატი" საკუთარ წყაროზე დარყდნობით წერს, რომ ბათირაშვილი ერაყის პროვინცია სალახ–ედ–დინში ერაყის არმიის მიერ ისლამისტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა. მასთან ერთად, მედიის ცნობით, კიდევ ათი მებრძოლია ლიკვიდირებული.ერაყის სამხედრო მეთაურობა ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

2-05-2015, 22:18
უკან დაბრუნება