ივერიონი / „პანორამა თბილისი“-პროექტი რომელიც თავის თავს ვერასოდეს გამოისყიდის

„პანორამა თბილისი“-პროექტი რომელიც თავის თავს ვერასოდეს გამოისყიდის

"ქალაქიდან ადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში, სწორედ ამ შენობიდან, 7 ვარსკვლავიანი სასტუმროდან  ლიფტით ჩადიხარ ხევში . სულ 3 წუთი გინდა და ხვდები უნიკალურ , ველურ ბუნებაში. იქ უნიკალური ხევია. ამ პროექტის უნიკალურობა სწორედ ეს ხევია." -განაცხადა საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში "კვირის 2030″ პროექტ "პანორამა თბილისზე" საუბრისას."პირველი ღირსება ამ პროექტის სწორედ ეს ხევი გახლავთ, ადგილების გადატანას რომ აპირებს ელისაშვილი. ძველ თბილისს ის არ აზიანებს, არაფერში ხელს არ უშლის. "-განაცხადა მან.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხევი, სადაც ამჟამად წელიწადში 10 ტურისტი თუ გაივლის, პროექტის განხორციელების შემდეგ იქნება თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის.

ქალაქის ცენტრიდან საბაგიროთი 3 წუთში უნიკალურ ბუნებაში ხვდები. პროექტის რენტაბელობაზე აქ წარმოუდგენელია საუბარი. ამ პროექტმა თავისი თავი შეიძლება ვერასდროს ვერ გამოისყიდოს.".

 

ბიძინა ივანიშვილის  თქმით, სიტყვა "ახირება", რომელიც ალექსანდრე ელისაშვილმა მის მიმართ იხმარა, შეურაცხმყოფელია. " სწორედ რომ ჩემნაირმა "ახირებულმა" კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს პროექტი. მე ხელმეწიფება და საშუალება მაქვს, რომ ჩემს ქალაქს დავეხმარო. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამ სასტუმროთი გამდიდრებას  ვაპირებდე. 100 წელიწადი არ მინდა არანაირი სასტუმრო, ახალი თავის ტკივილი."-განაცხადა მან.

 

ბიძინა ივანიშვილი   "ლაგუნა ვერე"-ს დახურვასაც შეეხო და განაცხადა, რომ აუზი, რომელიც სანაპიროზე, ყველაზე დაბინძურებულ გარემოში იყო, პრაქტიკულად არანაირი პოზიტივის მომტანი აღარ იყო. პანორამა თბილისის დასრულების შემდეგ კი ქალაქელებს  საშუალება ექნებათ, რამდენიმე წუთში მოხვდნენ ახალ აუზში, სუფთა გარემოში.

გარდა ამისა, იქ ბევრი ექსკლუზივია, რომელსაც ფილმში ნახავთ,დახრილი ლიფტები, 2 სართულიანი სასტუმრო-აპარტამენტები , 25 მეტრიანი აკვარიუმი და სხვა.  ეს ყველაფერი მხოლოდ მისასალმებელია იმათთვის, ვისაც ქალაქი უყვარს და ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა." -განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა.

 

4-05-2015, 20:52
უკან დაბრუნება