ივერიონი / თამაზ ჭეიშვილი: „შეაჩერეთ საწარმოების მშენებლობა! შეაჩერეთ!“

თამაზ ჭეიშვილი: „შეაჩერეთ საწარმოების მშენებლობა! შეაჩერეთ!“

ასე არ შეიძლება! ბოლოს და ბოლოს სქართველო, ეს მწვანე სამოთხე და ბუნებიის მადლიანი ოაზისი დაღუპეს ამდენმა ფაბრიკა-ქარხნებმა! რა, აღარ ვისუნთქოთ?

კი ბატონო, აყვავდა მძიმე, მსუბუქი, საშუალო და ქვემსუბუქი (კატეგორიის) მრეწველობა! აყვავდა კი არა ნაყოფი გამოიღო და გადამწიფდა ეს დალოცვილი!

ჩვენმა პროდუქციამ მსოფლიოს ბაზრები დაიპყრო...მაგრამ...მეგობრებო,ჩვენ ცოტანი ვართ,სულ რაღაც 5(ხუთი)მილიონი თუ ვიქნებით! მართალია მომვლელებად, ძიძებად და შინა მოსამსახურეებად ევროპელი და ამერიკელი არალეგალები(ასევე ლეგალები) გვემსახურებიან, მაგრამ...მაგრამ სუნთქვა ხომ გვინდა, ჩემო კარგებო? ჟანგბადი, მეგობრებო, ხომ გვჭირდება?!

შეაჩერეთ ამდენი საწარმოების მშენებლობა, შეაჩერეთ!

ეერის სახელით გეაჯებით,ხაალხი არა ხართ?!!!

 

თამაზ ჭეიშვილი

 

8-05-2015, 23:31
უკან დაბრუნება