ივერიონი / კალაძე-ღარიბაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირების პიკი-ბრძოლა რომელიც „ოცნებას“ გადაიყოლებს

კალაძე-ღარიბაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირების პიკი-ბრძოლა რომელიც „ოცნებას“ გადაიყოლებს

კახი კალაძესა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება პიკს მაქსიმუმ შემოდგომაზე მიაღწევს-ამის შესახებ განცხადებს, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე "პირველ რადიოსთნ" ისაუბრა და განაცხადა, რომ ტარიფების ზრდის საკთითხი მხოლოდ ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომელიც ვიცე-პრემიერის და პრემიერის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ კახი კალაძე ბოლო პერიოდში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული გადადგილებითაც უკმაყოფილოა. გარდა ამისა, კილაძის თქმით, პრობლემებია კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც" და შესაძლოა 2016 წლის არჩევნებისთვის ის "ქართული ონცება-რესპუბლიკელების" უფრო მჭიდრო ალიანსით და სახელწოდებით მოგვევლინოს.

 

"ვიცე პრემიერის განცხადებებიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ ვიცე პრემიერი კალაძე საკუთარ გადაწყვეტილებებში სულ უფრო ეწინააღმდეგება ირაკლი ღარიბაშვილს. მე ვფიქრობ , რომ მისი ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ბიუჯეტი, რომელიც ვერ სრულდება მსგავსი ტიპის სუბსიდირებას ვერ გაუძლებს. ანალოგიური ხდება თბილისში გაზთან დაკავშირებით, 15 მილიონით ხდება სუბსიდირება იმის გამო, რომ იურიდიულ პირებს გაზის საფასური არ გაეზარდოთ. რაც შეეხება დაპირისპირებას, დიახ დაპირისპირება არსებობობს, ეს გახლავთ რეალობა. მიუხედავად იმისა რამდენიც არ უნდა იკეკლუცოს როგორც ერთმა ან მეორე მხარემ. კახი კალაძე ძალიან ნაწყენია იმ საკადრო გადაადგილებების გამო, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ის ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას და მათ შორის არ მალავს სიმპათიებს ყოფილი ხელისუფლების მიმართ. მან ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა კიდეც განცხადება იმის თაობაზე, რომ მას დახვდა კარგად ორგანიზებული აწყობილი სისტემა და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ამიტომ მე ვფიქრობ ,რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ეს დაპირისპირება მიაღწევს პიკს , იმიტომ, რომ პარტიაში კახი კალაძის გავლენები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვლის. დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზრდება შემოდგომი მოახლოებასთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა დამთავრდეს იმით, რომ პარტია "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს, რადგან პარტიის მშენებლობის არანაირი პროცესები არ მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში და ძალიან საეჭვოა , რომ 2016 წელს კოალიცია ამ სახით საერთოდ იარსებებს. ჩემი ინფორმაციით, შესაძლებელია კოალიცია იყოს "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები" -ასეთი დასახელებით და საბოლოო ჯამში კოალიციაში არ აღმოჩნდეს ადგილი მათ შორის იმ მეოცნებეებისათვის, რომლებიც დღეს წამყვან პოზიციებზე არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში. ამიტომ პროგნოზების გაკეთება რთული ნამდვილად არ არის, კონკურენცია და დაპირისპირება ამ ორ ფიგურას შორის აუცილებლად მიაღწევს პიკს და ეს დაპირისპირება დასრულდება ორივე მათგანის დასუსტებით,"-განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო: „პირველირადიო“

12-05-2015, 11:25
უკან დაბრუნება