ივერიონი / "დიდი დაბოლების დღე" – 17 მაისი

"დიდი დაბოლების დღე" – 17 მაისი

იგავ-არაკი

ერთხელ ჯუნგლებში ცისფერფრთიან თუთიყუშებთან მივიდა მელიათა გაერთიანების წარმომადგენელი და ჰკითხა, როდემდე უნდა ეთმინათ მათ ჯუნგლების სხვა ბინადრების მიერ მათი დაცინვა - დრო იყო დაეცვათ საჯაროდ საკუთარი უფლებები.


გააფთრებულმა ცისფერფრთიანმა თუთიყუშებმა გადაწყვიტეს საჯაროდ გამოსულიყვნენ და პირში მიეხალათ ყველა ჯუნგლების ბინადართათვის, რომ ისინი უკან არაფერზე აღარ დაიხევდნენ.


დაიგეგმა საჯარო შეკრება -  ჯუნგლების ცენტრალური ადგილების გადაკვეთა ტრანსფარანტებითა და შეძახილებით.

ჯუნგლების შეურაცხყოფილმა მობინადრეებმა გაშმაგებით გადაწყვიტეს ამ უგვანი საქციელის აღკვეთა, ისინი ეკვეთნენ ცისფერფრთიან თუთიყუშებს და დაუწყეს ჩაქოლვა, ბევრ მათგანს შემოამტვრიეს ფრთები და დაულეწეს ნისკარტები.
ვის აღარ შეხვდებოდით თავდამსხმელთა რიგებში: მაიმუნებს, გველებს, გარეულ ღორებს, წურბელებს და რაც ყველაზე საინტერესოა, საერთო აზრისგან დაშინებულ, გადაცმულ, გამოუაშკარავებელ ცისფერფრთიან თუთიყუშებსაც.
თავდასხმისას ერთმა წურბელამ ხუთი მეტრი იფრინა ზიზღისგან ჰაერში და ცოსფერფრთიან თუთიყუშების ბუდეს დაახტა საკუთარი ლორწოვანი სახით!

არეულობამ და საოცარმა ძალადობამ მეზობელი, განვითარებული ჯუნგლები საოცრად შეაშფოთა. განსაკუთრებით შეწუხებული კი ჯუნგლების საერთო მეფე - შავტყავიანი ლომი ჩანდა.


საბოლოოდ მელიათა ადგილობრივმა გაერთიანებამ, რომელმაც გამოიწვია ცისფერფრთიან თუთიყუშთა წაქეზება, შავტყავიანი ლომისგან დიდძალი თანხები მიიღო, რომ დაემუშავებინათ უფლებათა დარღვევების შემთხვევები.


დალეწილ მხარეებს ექიმი კოდალები ვეღარ აშოშმინებდნენ, სამაგიეროდ ამით მელიათა ადგილობრივმა გაერთიანებამ ისარგებლა და მოზრდილი გრანტი ჩაიდეს ბეწვიან ჯიბეებში.


ეს ფაქტი ჯუნგლების ისტორიაში შევიდა, როგორც დაპირისპირებულ მხარეთა "დიდი დაბოლების დღე".

თარიღი, რომელიც "დიდი დაბოლების დღეს" ჯუნგლების მემატიანე ბუმ მიაწერა, იყო: 17 მაისი

 

თემურ შენგელაია

13-05-2015, 12:16
უკან დაბრუნება