ივერიონი / "მარტო ზებრას და ზვიგენს არ შია"-აქცია ივანიშვილის სახლთან

"მარტო ზებრას და ზვიგენს არ შია"-აქცია ივანიშვილის სახლთან

ბიძინა ივანიშვილის სახლთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ლარის ვარდნას აპროტესტებენ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით- "უფასო ფული ხაფანგშია", "მარტო ზებრას და ზვიგენს არ შია", "შეწყდეს ლარის კუპონიზაცია". 

15-05-2015, 13:50
უკან დაბრუნება