ივერიონი / გია ვოლსკი:საპარლამენტო უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც შეუძლია მუშაობა

გია ვოლსკი:საპარლამენტო უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც შეუძლია მუშაობა

"კვორუმის პრობლემასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"კიდევ კარგი, რომ არსებული საკითხები შეგვიძლია მომდევნო სხდომაზე განვიხილოთ. სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები არამარტო პოლიტიკური სპეკულაციაა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ. უმრავლესობას მათ გარეშეც შეუძლია მუშაობა, მაგრამ არის საკითხები რომლებზეც უმჯობესია, ვიკამათოთ. ძალიან გაგვიჭირდება მომავალში გარკვეული სანქციების გარეშე გაგრძელება პარლამენტის საქმიანობის. როცა არჩეული ხარ, გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა  ვოლსკიმ.

15-05-2015, 16:40
უკან დაბრუნება