ივერიონი / გიორგი თევზაძე: „საინტერესოა საქართველოს ხელისუფლება რა ღონისძიებებს მიმართავს რუსეთის საუკუპაციო სამხედრო ნაწილების თვითნებობის აღსაკვეთად?“

გიორგი თევზაძე: „საინტერესოა საქართველოს ხელისუფლება რა ღონისძიებებს მიმართავს რუსეთის საუკუპაციო სამხედრო ნაწილების თვითნებობის აღსაკვეთად?“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა  მედიით გავრცელებულ საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა 15 და 18 წლის მოზარდები გაიტაცეს.

დაკავებულების ახლობლების  ინფორმაციით ისინი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც ოკუპანტები თავს დაესხნენ. მოზარდებთან ერთად ერთ-ერთი დაკავებულის პაპა, ზურა ბალამწარაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც  რუსი სამხედროებისგან თავის დაღწევა შეძლო, სოფელ აძვში მაცხოვრებლების თქმით ბოლო პერიოდში სოფლის მიმდებარე ტერიტორიასთან ოკუპანტების გადაადგილება მოჭარბებულად შეინიშნება, რის გამოც მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მიახლოების ეშინიათ. რადგანაც  როგორც სჩანს  ადგილობრივი მოსახლეობა  ვერ ხედავს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან შესაბამის ყურადღებას და დაცის გარანტიებს ამას ემატება საუკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  შექმნილი  მძიმე სოციალური პირობები, რომელიც გაუსაძლის ხდის ადგილობრივი გმირი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ხოლო რუსეთის საუკუპაციო ჯარის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავიწროებენ ქართულ მოსახლეობას, და იტაცებენ ეთნიკურ ქართველებს როგორც არასრულწლოვანებს ასევე ხამშიშესულ ადამიანებს, საინტერესოა საქართველოს ხელისუფლება და საგარეო უწყება რა ქმედით ღონისძიებებს  მიმართავს რუსეთის საუკუპაციო  ხელისუფებისა და მათი საუკუპაციო სამხედრო ნაწილების თვითნებობის აღსაკვეთად რათა დაცული და გარანტირებული იქნას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტალური უფლებები  საუკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე,“-აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

15-05-2015, 23:07
უკან დაბრუნება