ივერიონი / "საყდრისის საბადო აღარ არსებობს, დღეს იქ არის დიდი ორმო" - ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირინა ღამბაშიძე

"საყდრისის საბადო აღარ არსებობს, დღეს იქ არის დიდი ორმო" - ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირინა ღამბაშიძე

საყდრისის ქართულ–გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირინა ღამბაშიძე, საყდრისის ძეგლის შესწავლის 10-წლიან ისტორიას კურიერთან ჰყვება და ამბობს, რომ ამ სამუშაოებით ძეგლის უნიკალურობა დადასტურებული იყო.

 

"ეს იყო არამხოლოდ საქართველოს კუთვნილება, არამედ ეს იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი," - აცხადებს ირინა ღამბაშიძე.

 

საყდრისის ქართულ–გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, "დღეს უკვე ძეგლის ადგილზე დიდი ორმოა". 

 

"კულტურული ფენების შენარჩუნების შანსი დღეს აღარ არსებობს. იქ აღარაფერი აღარ არსებობს. ძეგლის აფეთქება მოხდა ვანდალურად და ის დაინგრა სრულიად უკანონოდ," - განაცხადა ირინა ღამბაშიძემ.

 

17-05-2015, 11:23
უკან დაბრუნება