ივერიონი / თინა ხიდაშელი: ხვალ იწყება რიგის სამიტი და ყველა ერთად დაველოდოთ საბოლოო შედეგს

თინა ხიდაშელი: ხვალ იწყება რიგის სამიტი და ყველა ერთად დაველოდოთ საბოლოო შედეგს

თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს რიგის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

"ხვალ იწყება რიგის სამიტი და ავიღოთ 24-საათიანი პაუზა და ყველა ერთად დაველოდოთ საბოლოო შედეგს.

დოკუმენტი, რომელიც ერთერთი ბოლო ვერსიაა პოლიტიკური დეკლარაციის, რასაც მეც გავეცანი, არის ძალიან იმედისმომცემი, მაგრამ თამარ ბერუჩაშვილი გუშინ კვლავაც ბრიუსელში იყო, იქიდან მიბრძანდება რიგაში და ამის მიზეზი ის არის, რომ ბოლო წუთის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა.

20-05-2015, 11:35
უკან დაბრუნება