ივერიონი / "ნოვი რეგიონი": უკრაინაში სააკაშვილის გუნდს თანამდებობებს ატოვებინებენ

"ნოვი რეგიონი": უკრაინაში სააკაშვილის გუნდს თანამდებობებს ატოვებინებენ

უკრაინაში სააკაშვილის გუნდს თანამდებობებს ატოვებინებენ, ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა "ნოვი რეგიონი" წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინის იუსტიციის სამინისტროში დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა ჯაბა ებანოიძემ. ებანოიძე ამბობს, რომ მას სისტემის რეფორმირების შესაძლებლობა არ მიეცა. მატულობს უკმაყოფილება ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის და გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის მუშაობასთან დაკავშირებით. საყვარელიძეზე უკრაინულ მედიაში წერენ, რომ "საერთოდ გაუგებარია, რითია დაკავებული ეს ადამიანი".

20-05-2015, 11:51
უკან დაბრუნება