ივერიონი / თინა ხიდაშელი: ხაზგასმით ვამბობ,26 მაისი ეს უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული

თინა ხიდაშელი: ხაზგასმით ვამბობ,26 მაისი ეს უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული

თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მთელი ქვეყნის დღესასწაული უნდა იყოს.

მისი თქმით, ყველა უწყებას მიეცემა საშუალება ანგარიში ჩააბაროს  მოსახლეობას.

"იქნება ჯარი, სამხედრო ტექნიკა, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, ეს უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთგვარი წლიური დათვალიერება, ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამხედრო აღლუმები, ისვე როგორც გვაქვს პოლიციის აღლუმები, ამაში თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს 26 მაისს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

20-05-2015, 12:22
უკან დაბრუნება