მთავარი გვერდი > თბილისური ორმოები-რას ფიქრობს ნარმანიას მეუღლე: თუ ევროპაში შესვლა გვსურს კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ

თბილისური ორმოები-რას ფიქრობს ნარმანიას მეუღლე: თუ ევროპაში შესვლა გვსურს კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ


20-05-2015 / 16:59

თბილისური ორმოები-რას ფიქრობს ნარმანიას მეუღლე: თუ ევროპაში შესვლა გვსურს კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ

ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას „პირველირადიო“ სადაც ნათქვამია, რომ ნარმანიას მეუღლის თიკა თინიკაშვილის განცხადებით, ის თბილისი ქუჩებში ხშირად ფეხით დადის და დაცვაც არ ჰყავს. როგორც ის ამბობს გზაში მას იშვიათად ცნობენ, თუმცა ის ყოველთვის მზად არის ადამიანებთან საუბრისთვის. დავით ნარმანიას მეუღლის განცხადებით, მას სოციალურ ქსელში ხშირად უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ. თინიკაშილი ამბობს, რომ ის ქუჩაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მისივე თქმით, თბილის არაუჩვეულებრივი ქალაქია, მოქალაქეებს ერთმანეთთან თბილის დამოკიდებულება აქვთ და ყურადღებიანები არიან. მას მოსწონს თბილისის ეთნიკური მრავალფეროვნება. "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნარმანიას მეუღლე ქალაქში არსებულ ორმოებზე საუბარს არ ეხება , თუმცა მისი თქმით, ის თბილისში არსებულ პრბლემებზე ყურადღებას გაამახვილებდა, საცობებზე და ეკოლოგიაზე. თინიკაშვილი ამბობს, რომ თუ ევროპაში შესვლა გვსურს ჩვენ კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ.
"თბილისში არსებული პრობლემებიდან ყურადღებას რაზე გაამახვილებდით? - საცობებსა (რაც ძალიან რთული მოსაგვარებელია) და ეკოლოგიაზე. თითოეული ბინისთვის გამოყოფილი დამლაგებელი და ნაგვის ურნა ვერაფერს შეცვლის, სანამ თითოეული ადამიანი არ გააანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანია სანიტარიული ნორმების დაცვა. თუ ევროპაში შესვლა გვსურს, კულტურა უნდა შემოვუშვათ ჩვენს გონებაში. შეიძლება, გამოსავალი ჯარიმებში იყოს. როცა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული ქმედებისთვის დაისჯება, მისი განხორციელებისგან თავს შეიკავებს. - დედაქალაქში ორმოები მომრავლდა. გადაადგილებისას ხელს არ გიშლით? - ასეთ საკითხებს ნუ შევეხებით,"-აცხადებს "რეიტინგთან" საუბრისას თინიკაშვილი.


უკან დაბრუნება