ივერიონი / ხილის ოჯახს ახალი წევრი შეემატა

ხილის ოჯახს ახალი წევრი შეემატა

ტაილანდელმა სელექციონერებმა ახალი ხილი - პლანგო გამოიყვანეს. ნაყოფი ტკბილი ქლიავისა და მანგოს შეჯვარებით მიიღეს (plum - ქლიავი, mango - მანგო). მცენარის სამეცნიერო სახელწოდებაა Bouea macrophylla. ახალ ხილს ტკბილი გემო, ქლიავის კურკა და მანგოს ფერი აქვს, მისი კანი კი იჭმევა.
პლანგოს გაყიდვის უფლებით ჯერჯერობით მხოლოდ ბრიტანული სუპერმარკეტი Marks&Spencer-ი სარგებლობს. თითო ნაყოფი ერთი გირვანქა სტერლინგი ღირს.

21-05-2015, 12:03
უკან დაბრუნება