ივერიონი / მამუკა გიორგაძე: „ივანიშვილის სურვილია ხელისუფლების წყარო იყოს თვითონ და არა ქართველი ხალხი“

მამუკა გიორგაძე: „ივანიშვილის სურვილია ხელისუფლების წყარო იყოს თვითონ და არა ქართველი ხალხი“

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარება, ჩვენ უნდა განვიხილოთ ორი რაკურსით: ერთი _ რა ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და, მეორე _ რა პროცესები მიდის ხელისუფლებაში.   

ხელისუფლებაში ერთი ადამიანის უსიტყვო მორჩილების პოლიტიკა გრძელდება. ერთი ადამიანი წარმართავს სიტუაციას. მივედით იმ ვითარებამდე, რომ ფაქტობრივად, შეიძლება მთელი ხელისუფლების სახალხო ნდობა  და ლეგიტიმაციაც კი დადგეს ეჭვსქვეშ, გამომდინარე იქედან, რომ არც პარლამენტია იმ ადამიანების ავტორიტეტით არჩეული, ვინც დღეს დეპუტატად იწოდება, არც პრეზიდენტია ასეთი, არც _ მთავრობა. ის, ვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა, ის გასულია ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გარედან მართავს სიტუაციას. 

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი აქცენტი გადასულია იქეთკენ, რომ გაიმყაროს მდგომარეობა.  ხელისუფლების წყარო  იყოს  თვითონ და  არა ქართველი ხალხი. ფაქტობრივად, ყველა მინისტრი არის მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ცდილობს, როგორ ასიამოვნოს მას და როცა არჩევანი დგება _ საქართველო თუ ივანიშვილი ანუ საქართველო თუ კეთილდღეობა, ირჩევს კეთილდღეობას. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რაც მოხდა ახლა მთავრობის ცვლილებების დროს; 

ამ ეტაპზე ღარიბაშვილი დატოვებულია პრემიერ-მინისტრად  იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პირველი: მისი შეცვლით მითი იმის შესახებ, რასაც ივანიშვილი ავრცელებს თავის თავზე, რომ ადამიანების ცნობა კარგად იცის, დაიმსხვრევა _ არ გაუმართლა პრეზიდენტმა, ქალაქის მერმა, ყველასთან უფრო მასთან იდენტიფიცირებულმა პირმაც  არ გაუმართლა  და, მეორეც: მას აწყობს კიდეც ასეთი უფუნქციო, გავლენისა და ძალაუფლების არმქონე პრემიერი. ივანიშვილი თავს უფრო გარანტირებულად გრძნობს. პრემიერი, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ვერ ფლობს სიტუაციას, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურებს, გაცილებით გარანტირებულს ხდის  ივანიშვილის მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ მის პიროვნულ მორჩილებაში ეჭვი არ ეპარება ივანიშვილს. 

შესაბამისად, თვითონ ივანიშვილი იწყებს კონკრეტული მიმართულებების აქტიურ მართვას და ნებისმიერი შეცდომა ნებისმიერი მინისტრისა, რომელიც ივანიშვილს შეიძლება თვალში ცუდად მოხვდეს, იქნება აუცილებლად რეაგირებული და ის მინისტრი თანამდებობას დატოვებს. როგორც წესი, ეს მოხდება კლანებს შორის დაპირისპირებული ურთიერთობის პიკის დროს და კვლავ კლანებიდან იქნება წარმოდგენილი ახალი კანდიდატები. ბუნებრივია, მათ უნდა იცოდნენ თამაშის წესები (ეს ძველი ბოლშევიკური წესებია), რომელიც კარგად აითვისეს შევარდნაძემ და საკაშვილმა და დღეს ივანიშვილიც მას წარმატებით იყენებს.

მართვის ასეთი ფორმა სახელმწიფოზე ცუდად აისახება. ასე ქვეყანა ვერ იმართება. მით უმეტეს, მთავრობაში ახლად დამყარებული ბალანსის პირობებში. 

ღარიბაშვილის წინააღმდეგ კულუარებში მრავალი მინისტრია განწყობილი, რომელთაც ყველასთვის ცნობილ, მასთან ღია კონფრონტაციაში მყოფი  ხიდაშელი მიემატა. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელების კოალიციდან გასვლას არ გამორიცხავდნენ, ახლა კი მთავრობაში ფართო წარმომადგენლობით შევიდნენ.  მათზე უფრო "საიმედო" და სხვების გამაწონასწორებელი პარტნიორი ძნელი მოსაძებნია. იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მათ არ აქვთ. თუ, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდა, სხვაგან სად უნდა წავიდნენ?! ივანიშვილმა მოძებნა ისეთი პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ვერასოდეს მიაღწევს, არც მიუღწევია რაიმე შედეგისათვის. ის მუდმივად სხვისი ზურგიდან ყელყელაობს. შესაბამისად, სანამ ის სხვა არ გამოაგდებს, ესენი იქედან არ მოდიან. ივანიშვილს მათი ამბციების არ ეშინია, იმდენად რეიტინგდაკარგულნი არიან. "სანდონი" არიან არა იმიტომ, რომ არ იკადრებენ რამეს, არამედ იმიტომ, რომ არაფრის მაქნისები არიან. მათზე უკეთეს მომსხურე პერსონალს სად იპოვის ივანიშვილი? საფიქრელია კიდევ, ივანიშვილსა და რესპუბლილელკებს შორის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური ხლართავს დამატებით ხაზებს და რა მიზნით (თუ ივანიშვილი არ იქნება რესპუბლიკელების "კეთილდღეობის" გარანტი ან პატრონები სხვანაირად გადაწყვეტავენ  "ახალ ნავში" გადახტომას რა უნდა, პირველად გაუკეთებიათ თუ რა).

მეორე  მხრივ, თინა ხიდაშელის თვადაცვის მინისტრად დანიშვნა, ეს არის გზავნილი მათთვის, ვინც უნდა დაარწმნოს, რომ საქართველოს არმია არ ეყოლება, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის დონე კვლავ  ძალიან დაბალი იქნება. Eეს არის გზავნილი ივანიშვილის მხრიდან _ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ ჩემს ლოიალობას თქვენს მიმართ და ღია უარი საქართველოს ბედის გადაწყვეტაში თვით საქართველოს მონაწილეობაზე (დეანექსიაზე და საქართველოს მთლიანობაზე საუბარი ამით დამთავრებულად მიაჩნიათ)...

სამწუხაროდ,  გრძელდება წინა ხელისუფლებების კურსი, როდესაც   ხელისუფლება  ყველა ბრძოლას  აგებს საქართველოს დასაცავად, მაგრამ ყოველთვის ამარცხებს საკუთარ  ხალხს!

საქართველოს დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის დაძლევისათვის საქართველოს საზოგადოებას  დაფიქრება და   გონივრული ქმედება მართებს! ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ამ ტაქტიკას პასუხი უნდა გასცეს!  

მამუკა გიორგაძე, „სახალხო  პარტია“

 

23-05-2015, 23:15
უკან დაბრუნება