ივერიონი / გიორგი თევზაძე: „დღეს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირს, ღირსეული მამულიშვილს 76 წელი შეუსრულდებოდა“

გიორგი თევზაძე: „დღეს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირს, ღირსეული მამულიშვილს 76 წელი შეუსრულდებოდა“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე პირად „ფეისბუქზე“მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დღესთან დაკავშირებით ასეთ  მინაწერს აკეთებს:   

„ჩემო ძვირფასო მეგობარო მერაბ, ერთი წუთით რომ გადამოგეხედა შენს ბედკრულ დღევანდელ საქართველოსათვის გაოცდებოდი და გაიფიქრებდი, სად გაქრა ქართველ მამულიშვილებში უმეტეს ნაწილში  ის შემართება და ერსულოვნება ,  ერთმანეთისადმი სიყვარული როგორც ეს ეროვნული მოძრაობის პერიოდში და 1989 წლის 9 აპრილის დღეებში იყო, სად გაქრა ის თავდადება და პატრიოტიზმი რომელიც თითეულ ქართულ კაცის სულში ასე იყო გაჯერებული, დღეს კი გათითკაცებული და ფარისევლობითა  თავმომწონე პოლიტიკური ამბიციებით გაჯერებული უმეტეს ნაწილს  პოლიტიკანებს ვხედავთ რომლებიც საკუთარი მდგომარეობისა და სკამის შესანარჩუნებლად ამაქვეყნისა ძლიერების საამებლად სამშობლოს და მომავალი თაობების ინტერესებს  თუ  დასჭირდათ  ყურადღებას არ მიაქცევენ , თუნდაც საყდრისის მაგალითიც გამოდგება  ასე, რომ ძლიერ ფესვგადგმულ მუხა საქართველოს ისევ შემოსევია მუმლი  რომელიც ჯერ კიდევ  1992 წლის მოვლენებიდან იღებს სათავეს, რომელიც საბოლოვოდ მაინც ვერაფერს დაგვაკლებს  რადგან ყოველთვის ქართველებში  ერთსულოვნება და პატრიოტული სული სამშობლოს გაჭირვების ჟამს ქვეყნის გადასარჩენად  ქართველებში მაინც გამოიღვიძებს, და ქართველი ერი ივლის ილიას, მერაბის, ზვიადის და ექვთიმეს გზით,........ უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაერთიანოს და გაბრწყინოს საქართველო ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე.“-წერს თევზაძე.

26-05-2015, 12:40
უკან დაბრუნება