ივერიონი / დავით საგანელიძე: „სიგარეტის და მარიხუანას მწეველი ჩემთვის ერთი და იგივე ადამიანი ვერ იქნება“

დავით საგანელიძე: „სიგარეტის და მარიხუანას მწეველი ჩემთვის ერთი და იგივე ადამიანი ვერ იქნება“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. დოკუმენტი უკვე დარეგისტრირდა. მისი ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა.

"სიგარეტის და მარიხუანას მწეველი, რომელიმე ნარკოტიკის გამომყენებელი ჩემთვის ერთი და იგივე ადამიანი ვერ იქნება,"-განაცხადა დავით საგანელიძემ. 

დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება კანაფის და მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა. კანონპროექტი ასევე ითვალისიწინებს, პირველ ჯერზე მოხმარების შემთხვევაში 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმებას.

29-05-2015, 10:50
უკან დაბრუნება