მთავარი გვერდი > კალაძის აღიარება-ვისი ბრალია ლარის გაუფასურება?

კალაძის აღიარება-ვისი ბრალია ლარის გაუფასურება?


29-05-2015 / 14:06

კალაძის აღიარება-ვისი ბრალია ლარის გაუფასურება?

ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, ვიცე-პრემიერმა უპასუხა- "გეკითხებით, ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს? ". როგირც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განმარტა, დღეს ხალხის პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, რაც "მათ შორის" ეროვნული ბანკის ბრალია.

 

"გეკითხებით, ხალხი ენდობა? ხალხის პრობლემაა ის, რაც დღეს არის. ხალხის პრობლემაა ის, რომ ლარი გაუფასურდა. ეს ძალიან აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის მათ შორის ეროვნული ბანკის ბრალი", - განაცხადა კალაძემ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად არის ლართან დაკავშირებული პრობლემა მთავრობის ბრალიც, აღნიშნა, რომ "ალბათ მთავრობის ბრალიც არის".

 


უკან დაბრუნება