ივერიონი / ირინა სარიშვილი: "მიშას ნაჩუქარ ბინაში" ოთახ–ოთახ დამსდევენ“

ირინა სარიშვილი: "მიშას ნაჩუქარ ბინაში" ოთახ–ოთახ დამსდევენ“

ირინა სარიშვილი მისი და მისი ოჯახის უსახლკაროდ შესაძლო დარჩენის შესახებ "ფეისბუქზე" გაკეთებული განცხადების გამოხმაურებებზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. 

 

"ახალი ჭორი ამიგორეს 

ორი დღეა მაგაზე ვხალისობ 

თურმე ბინას ნაციონალებისგან და მიშასგან ველოდები

 

შედარებით "ინტელექტუალური" ნაწილი, აი ის, ტვინი სად წაიღონ რო არ იციან, ამ აღმოჩენამდე გამოძიების გზით მივიდნენ

 

უტვინო კრაზანები პირდაპირ წყევლაზე გადავიდნენ და "მიშას ნაჩუქარ ბინაში" ოთახ–ოთახ დამსდევენ და ბზუიან ძაან გლახად იწყევლებიან თან, ძაან ისე მწყევლიან, თუ მიწია, ვერც მივაღწევ ცოცხალი ბინამდე

 

აღარ მაჩუქო მიშა ბინა! გაგვიგეს!

 

ეეჰ, ეხლა კი ვიცინი, მაგრამ ცოტა ხნის წინ კომპი კინაღამ დავამტვრიე. 

მერე ვიფიქრე, რა მანერვიულებს და რა მიკვირს?

 

სტალინი ერთი იყო და "დანოსი" 4 მილიონი....

 

ხოდა რა მიკვირს? არც არაფერი მე დღეს არ მაქვს ბინა, ხვალ ალბათ მექნება ან არ მექნება

 

აი, ამდენ ბრიყვს და ბოღმიანს რა ეშველება ჰა?

 

სტატუსი: „ვაი" - წერს სარიშვილი ,,ფეისბუქის" გვერდზე.

 

 

5-06-2015, 12:41
უკან დაბრუნება