ივერიონი / სასჯელაღსრულების მინისტრმა სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა

სასჯელაღსრულების მინისტრმა სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა

ფეისბუქმომხმარებელი" თეა პერტაია სოციალური ქსელით სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თაობაზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერს აქვეყნებს:

 

"ჩუმი სიკეთის მატეანედან - ოდესმე ასეთი სათაურის გარშემო, მინდა, პატარა ისტორიები ავკინძო - ამბები დიდბუნებოვანი ადამიანების უცნობ, მაგრამ საოცრად ღირსეულ საქმეებზე... ერთ გვერდს აუცილებლად ჩემს დღევანდელ გმირს მივუძღვნი...

მინისტრმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა, თავისი ხელფასი დიასახლისს ჩუმად კონვერტით გადასცა და კატეგორიულად აკრძალა ამ შეხვედრის მედიით გაშუქება…

გიორგი მღებრიშვილი: "მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანის განცდების, რომელიც ჩაკეტილ სივრცეშია, იცის, რომ ოჯახს უჭირს და ვერაფრით ეხმარება. ასევე, იმ ბავშვების, რომელთაც ყველაზე მძიმე წუთებში მამა გვერდით არ ჰყავთ... ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება , რომ მსჯავრდებული ოჯახთან მიმეყვანა და პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის ცოტათი მაინც გამექარწყლებინა ამ ტრაგედიით მიღებული სტრესი და ტკივილი." კამერა, არ მინდა, არ მიღირს ასეთი ამბებით "გაპიარებაო"...

რთულია, დღევანდელ რეალობაში მუშაობდე ასეთი პიროვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საამაყო, რადგან ზუსტად იცი,რომ ის არასდროს უღალატებს ყველაზე მთავარს - ღირსებას და სიყალბესა და ტყუილს 

 

თავის ხალხს არასდროს აკადრებს... მიხარია, რომ ასეთი ადამიანები, უკანასკნელი მოჰიკანები, არსებობენ... მართალია, ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებში არ გამოჩენილა, მაგრამ თავისი ჩუმი სიკეთით ბევრად დიდს მიუახლოვდა....

 

პ.ს. კიდევ ერთი პოზიტივი: პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პრეზიდენტს მოცემული მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით შუამდგომლობას უგზავნის..."

„კვირისპალიტრა“

16-06-2015, 17:44
უკან დაბრუნება