ივერიონი / ნარმანია! ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!

ნარმანია! ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!

ეხლა ვუსმინე დავით ნარმანიას.

სიტყვები არ მყოფნის.

არა იმიტომ, რომ ზრდილობა მიშლის ხელს. არა, ნამდვილად არ მიშლის.

უბრალოდ მართლა სიტყვები არ მყოფნის და ის ერთი უმოკლესი სიტყვა, რაც ამ გაუგებრობის დანახვაზე და მოსმენისას მოუვიდოდა თავში ყველა ზრდასრულ და მეტ–ნაკლებად გონიერ ადამიანს, საკმარისი არ არის!

იცით თუ არა, ხელისუფალნო, რა ამაზრზენია სკამს მოჭიდებული არარაობა, მით უმეტეს, თუ ეს სკამი მისი არ არის?!

მთავარი კითხვები: 

როდის ჩამოწვა მეწყერი?

რამდენ ხანში შეიტყო ამის შესახებ მოსახლეობამ?

რატომ არ პასუხობდა ან ადექვატურად არ რეაგირებდა მოსახლეობის ზარებზე 112?

ამ კითხვებზე პასუხი არ არის, ან თუ არის, ისეთია, ჯობდა არ მოგვესმინა.

"მერი" დეტალებში ვერ ერკვევა, შესაბამისი სამსახურები ერკვევიან! 

"მერმა" დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ იცის! 

"მერი" 112–ის უფუნქციობაზე აბდაუბდას პასუხობს და თან ამატებს, ისე, რომ მომხდარიყო დროული რეაგირება, ადამიანთა მსხვერპლს ალბათ ავცდებოდითო, მაგრამ სხვა ზარალი მაინც გვექნებოდაო! 

"მერი" სკამზე დამაგრებას ტრუბაზე მოჭიდებით ცდილობს და არ ესმის, უბრალოდ, მისი უკაცრავად პასუხია და ტვინი არ რეაგირებს მისივე თანამშრომლის სიტყვებზე, რომ "ბრალდებული" ნაცური ტრუბა გამტარუნარიანობით კომუნისტურ ტრუბებზე მეტია და აქ მეწყერშია პრობლემა და სასწრაფოდ ზომებია მისაღები! ქოცურ ტრუბაზე ვერაფერს კითხავდნენ, რადგან ქოცური, თუნდაც უვარგისი, აშენებული და გაკეთებული ბუნებაში არ არსებობს!

მე ეხლა ქალაქის თავზე ვლაპარაკობ და არა პოლიტიკურ ძალაზე!

ფეხებზე მკიდია ნაციც და ქოციც! 

მე, ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი, დღეს ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად დენთის კასრზე ვზივარ და ხვალ რა მომელის, არ ვიცი!

ჩემო დებო და ძმებო! რა შუაშია აქ პოლიტიკა! ვის ეფარებით? რას ეფარებით? კალაძის ვაჟკაცობით ამდენი ნაგავი რატომ უნდა გავიდეს ფონს? 

რას გიხდიან ამდენს ამ სამსახურებში, ან რა უფასო ლტოლვა გაქვთ ასეთი, რომ ამ არარაობების დაცვით საკუთარი შვილების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ?!

ჭიამაიაზე აგებული პროგნოზი, უსაფუძვლო პანიკა, შემდეგ უსაფუძვლო სიმშვიდე!!! 

სასწრაფო ზომების მიღების ნაცვლად სხვისი დადანაშაულებით და ხელის აქეთ–იქით შვერით მთელი ქალაქის ფიზიკური არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება! და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არარაობებმა სკამები შეინარჩუნონ!

ადექი ნარმანია! გამოდი გარეთ ხალხთან! 

ნუ გეშინია! ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! 

შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!

17-06-2015, 09:18
უკან დაბრუნება