ივერიონი / თუ გინდათ დავნაძლევდეთ, რომ...

თუ გინდათ დავნაძლევდეთ, რომ...

...ერის სოლიდურმა ნაწილმა არ იცის ვინ იყო კოლაუ ნადირაძე!... სამაგიეროდ „ყველა ხევსურმა და ყველმა სვანმა“ ...ასევე, კახელმა, გურულმა, იმერელმა... „დაჟე ლუბოი“ თბილისელმა სომეხმა ზეპირად იცის ზოოპარკის დირექტორის გვარი და სახელი!

...ვინ იყო კოლაუ ნადირაძე?

სად არის თამარ მეფის საფლავი?..

სად არის დაკრძალული „ბერი ლუხუმი“?...

რატომ დაკრძალეს ხევის ბერი გოჩა ყაზბეგის სასაფლაოზე და არა მთაწმინდის პანთეონში?...

რატომ არ გადმოასვენეს „ბაში აჩუკის“ ნეშტი მთაწმინდაზე?...

ვის ეკუთვნის ლექსის სტრიქონები - „ქვეყანა ბრუნავს ვით კამათელი“?.. (გიკარნახებთ: ყომარბაზის დაწერილი არ არის). სამაგიეროდ ძალიან ბევრმა ზეპირად იცის კოტე ყუბანეიშვილის პოეზია...

...ერის სოლიდურ ნაწილს „ჟორჟ სანდი“ დღემდე კაცი გონია! ნებისმიერი „ქართველი სომეხი“ კი დაგიმტკიცებთ: ეს უცნაური და ახირებული ვინმე (კლასიკოს ქალი მწერალი) სომეხი იყო, „ჰამაც“ - ჟორჟიკ სანდოიანი!

ბევრმა არ იცის, ცოტნე დადიანი, ჩვენი ეროვნული გმირი, მეგრელი თავადი რომ იყო და ვერ გეტყვით, რაში მდგომარეობს მისი გმირობა...

ბევრმა, ძალიან ბევრმა „კაი პურისმჭამელმა“ ქართველმა „რაინდმა“ არ იცის კიბეზე ასვლისას წინ ქალი უნდა გაუშვას თუ „მოწინავე პოზიცია“ თვითონ უნდა დაიკავოს!

...აინშტაინის ფარდობითობის თეორია რაში მდგომარეობს და 21-ე საუკუნეში, რატომ და რა მიზეზით დაიმსხვრა დიდი მეცნიერის ეს მთავარი „კოზირი“? თუმცა, რას ვამბობ? ეს შეიძლება მხოლოდ ფიზიკოსებმა ან მათემატიკოსებმა, ასევე წარჩინებულმა სტუდენტებმა იცოდნენ...

„ოროსნების“  საყურადღებოდ: სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვერაფერი და არაფერი არ მოძრაობს, ანუ იმას რასაც მასა აქვს, სინათლის სიჩქარეს ვერ გადააჭარბებს... უბრალო მიზეზის გამო, უსასრულოდ „გაიწელება“ ...

ევროპის გულში (სულ ახლახანს) მოწყობილ კოლაიზერში კი ატომის ნაწილაკების აჩქარების პროცესში მეცნიერებმა (მათ შორის ერთი გახლავთ ქართველი) აღმოაჩინეს აქამდე უცნობი, მასის მქონე სუბსტანცია, რომელიც სინათლის სიჩქარეს წამში 200 000 კილომეტრით აჭარბებს და არ „იწელება“!

...რომ ტერმინის - „სუბსტანცია“ მნიშვნელობა ბევრმა კი არა, თითქმის არავინ არ იცის!

ჰაა, ვიკიპედიას ეხლა შეეშვით!

თამაზ ჭეიშვილი

26-06-2015, 11:55
უკან დაბრუნება