ივერიონი / თამაზ ჭეიშვილი: გაიღვიძეთ ქართველებო და ჩვენს მტრებს ერთად ყოფნა და პროტესტი დავანახოთ!

თამაზ ჭეიშვილი: გაიღვიძეთ ქართველებო და ჩვენს მტრებს ერთად ყოფნა და პროტესტი დავანახოთ!

არავინ დამიწყოს მტკიცება, რომ იმ 100 000 ქართველ წამებულზე მეტად გვიჭირს! იმ ქართველებს ვგულისხმობ, სარწმუნოების დაცვას თავი რომ შესწირეს. რა მოხდებოდა ღვთიშობლის ხატზე ფეხი რომ დაბიჯებინათ?! სამაგიეროდ სიცოცხლეს შეინარჩუნებდნენ! მაგრამ, არა „ნაძრახ სიცოცხლეს“ სიკვდილი ამჯობინეს“ ამ „გაუნათლებელმა“, მაგრამ სულით ძლიერმა ხალხმა!

ჰო, ჰო მაშინ წერა-კითხვის ცოდნა რჩეულთა ხვედრი იყო და წერაც და კითხვაც „ფუფუნებად“ ითვლებოდა, როგორც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, უნიტაზი, მაცივარი, ტელეფონი და ტელევიზორი...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, როცა სულითა და ხორცით დაკნინებული ბევრი ქართველი „ცვედან“ კაცთა და კაცად ქცეული „ანა ბაჯების“ ინტერესებს „ფარად ეფარება“ და მზად არის მათ გაუკუთმართებულ ავხორცობას შეეწიროს, ამას კულტურის მაღალ დონედ, განვითარებულ დემოკრატიას უწოდებენ - ქართულ ენაზე, ილიას, ვაჟას, დავითის ენაზე, ჩვენვე გვლანძღავენ და ჩვენსავე სარწმუნოებას ლაფში სვრიან!

ევროპაში ცოდო-მადლის განკითხვა მოაწყვეს მუსლიმებმა, როცა კარიკატურული ფორმით მათი სათაყვანებელი მუჰამედი შეურაცყვეს!

ჩვენ რაღა მოგვივიდა, ქართველებს?

თავმოყვარეობას გვილახავენ გადამთიელები, ყველა ნორმალური ქართველისთვის საკრალურს, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ცინიზმის უკიდურესი ფორმით ტალახში ათრევენ, ლანძღავენ ერისთვის თავშეწირულ ქართული ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს და ვზივართ პირში წყალჩაგუბებულები საკუთარ სოროებში! პირში წყალჩაგუბებულები და კარებზე საიმედოდ კლიტედადებულები!

დიახ, როდის უნდა „გავბრაზდეთ“, როდის უნდა ამოვიღოთ ხმა?

იქნებ მაშინ სახლებში რომ შემოგვიცვივდებიან ცოლშვილის გასაუპატიურებლად?

ეს უფლებადამცველები, გეების და ლესბოსელების ინტერესებს რომ იცავენ, რატომ არ იცავენ ჩემს ეროვნულ გრძნობებს, ჩემ უფლებებს, ჩემ სარწმუნოებას?

ქართველებო, როგორ ვაპატიეთ ნაძირლებს „ენის, მამულის, სარწმუნოების“ შეურაცყოფა?

გადავდოთ გვერდზე ყანწები, „ლამფის შუშები“ და გამოვაღვიძოთ თქვენში „არაგველები“, „ხერხეულიძეები“, „ცოტნე დადიანები“, განა ლუარსაბ თათქარიძეებმა და დარეჯნებმა უნდა გვაჯობონ?

იმ 100 000 ქართველი წამებულისა მაინც შეგვრცხვეს, ან სამშობლოსთვის თავგანწირული ილია მართლისა, გულმხურვალედ რომ უმტკიცებდა მოძმეებს „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენიაო“...

სად არის ის მომავალი, რაზეც ჩვენი გმირი წინაპრები ოცნებობდნენ?

 როგორ დავიჯერო, ამ დღისთვის სწირავდნენ თავს? ამ სამარცხვინო დღისთვის, როცა იმაზეა ლაპარაკი, ქალმა ქალი ლოგინში არ უნდა ჩაიწვინოს საალერსოდ და კაცმა კაცი ცოლად არ უნდა შეირთოს?!

ეს არის ის მომავალი, როცა ნამუსგარეცხილი, გადაგვარებული ქართველები უწმინდესსა და უნეტარეს ყველაზე დახვეწილი სატანისტური ფორმებით გვილანძღავენ?

გაიღვიძეთ ქართველებო!
დღეს გაიღვიძეთ, გამოდით ქუჩაში, დავანახოთ ერის მტრებს ჩვენი სიმრავლე და პროტესტი!

დღეს დავანახოთ, სწორედ დღეს, თორემ ხვალ აღარავინ დარჩება ხმის ამომღები... აღარავინ!

თამაზ ჭეიშვილი

3-07-2015, 12:50
უკან დაბრუნება