ივერიონი / რატომ არ შეიძლება გადავაქციოთ ანანური ტურისტულ მექად?

რატომ არ შეიძლება გადავაქციოთ ანანური ტურისტულ მექად?

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. მიუხედავად ამისა, „ანანურ ციხე მაღალო“-ს ყურადღება სჭირდბა!

 

                      ანანურის კომპლექსი

 

ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 

 

1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი.

 

ეს რაც შეეხება არაგვის სიამაყის ისატორიულ წარსულს.

 

დღეს კი, ანანურის კომპლექსი საქართველოს ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ანანურს ყოველდღიურად ასობით ადგილობრივი და უცხოელი დამთვარიელებელი ჰყავს. ფაქტიურად იგი იქცა ხეობის კულტურულ ცენტრად, თუმცა, დღემდე მოუწყობელია ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შექმნა საოჯახო სასტუმროები, მცირე სავაჭრო ობიექტები, რაც აშკარად ტოვებს „თვითშემოქმედების“ შტაბეჭდილებას. კეთილმოსაწყობია ჟინვალის წყალსაცავის „პლაჟი“, სადაც მზიან დღეებში უამრავი ადამიანი ირუჯება და ბანაობს. 

 

 

არაგვის ხეობას (აქ ანანურის კომპლექსიც შედის) ხშირად უთიშავენ ელექტროენერგიას და უამრავი საზკვების ობიექტი დიდ ზარალს განიცდის. დღემდე მოუგვარებელია სასმელი წყლის პრობლემა, არადა ირგვლივ იმდენი ჩანჩქერები და წყალუხვი ხეობებია, სასმელი წყლიანანურს კი არა მთელ ხეობას მოამარაგებს. ანანურის კომპლექსთან დღემდე არ არსებობს კომპლექსისა და ხეობის ისატორიის მუზეუმი. მოკლედ „ანანურ ციხე მაღალო“-ს მხოლოდ ეს სიმღერა არ ეყოფა - ჭკვიანი მეურვე ანანურის კომპლექსს ტურიზმის ნამდვილ მექად აქცევს! 

 

თამაზ ჭეიშვილი, ანანურიდან.

 

8-07-2015, 12:52
უკან დაბრუნება