ივერიონი / "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.

 

პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაცია გუშინ გაიარა.

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" "ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან" ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი – დამოუკიდებლად.

 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და მასში მონაწილეობას არ გეგმავდა.

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს გაიმართება.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, N 11 საგარეჯოს და N 65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები – დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

5-09-2015, 16:25
უკან დაბრუნება