ივერიონი / თინათინ ხიდაშელი სახალხო დღესასწაულს "შატილობა 2015"-ს დაესწრო

თინათინ ხიდაშელი სახალხო დღესასწაულს "შატილობა 2015"-ს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხევსურეთში სახალხო დღესასწაულს, შატილობას დაესწრო. მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტული და კულტურულ ღონისძიებების შემდეგ მუცოს კომპლექსი დაათვალიერეს, სადაც აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 

 

"სახალხო დღესასწაულები განსაკუთრებით სასიამოვნოა. ხალხი ყოველ წელს ტრადიციულად იკრიბება აქ, უხარიათ, უნდათ, რომ ერთად იყვნენ. მთაში ამგვარი ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. ვისურვებდი, ყველა მომავალი დღესასწაული უფრო ხალხმრავალი იყოს და ყველას, ვისაც დრო აქვს, ჰქონდეს შესაძლებლობა, ადგილობრივებთან ერთად შეუერთდეს სახალხო ზეიმს",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

6-09-2015, 15:39
უკან დაბრუნება