ივერიონი / ვახტანგ გომელაური: გია არდაზიშვილს არანარი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე

ვახტანგ გომელაური: გია არდაზიშვილს არანარი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არდაზიშვილი დაკავებულია, მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

 

"რაც შეეხება გია არდაზიშვილის თემას, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია... მოგეხსენებათ, როცა მე წარდგენილი ვიყავი პარლამენტში და უნდა მომხდარიყო ჩემი დამტკიცება, იქ ბევრი კითხვა დაისვა. მაშინ საუბარი იყო, რომ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა პირმა დატოვა საქართველო და წაიღო, ასე ვთქვათ, საიდუმლო ინფორმაცია, გადაიტანა სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან. არდაზიშვილი არის რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ღია წყაროებსა და მოკვლევაზე, ანალიზის გაკეთებაზე და აწვდიდა ხელმძღვანელობას, მას არანარი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე. იმ დროისთვის გამოძიება დაწყებული იყო და მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით და გიორგი ბარამიძე კარგად მიხვდა, მე რომ ავუხსენი, ის იყო შს მინისტრი და მან გაიგო, მე რაზე ვსაუბრობდი. არ შეიძლებოდა ამ განცხადების გაკეთება, რომ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომელმა მიატოვა და გადავიდა სხვა ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა, განცხადებები გაკეთდა მათი მხრიდან, თითქოსდა ის არა ჩვენ, არამედ რუსულმა სპეცსამსახურებმა, ოსურმა სპეცსამსახურებმა სცემეს, დააკავეს და გადმოაგდეს ე.წ. საოკუპაციო ზოლზე. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ადამიანი გადავიდეს, გადაუტანოს ღირებული ინფორმაცია და ის ადამიანი სცემონ, გაკოჭონ, აუხვიონ თვალები, ფეხებით დააბან და გადმოაგდონ ისევ უკან... ეს მე მგონი ლოგიკაში არ ჯდება და კითხვები მოხსნილია.."  - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, არდაზიშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

8-09-2015, 14:34
უკან დაბრუნება