ივერიონი / ვალერი გელბახიანი: პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ვალერი გელბახიანი: პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

 `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.ამის შესახებ, ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიამა  გაზეთ "ახალ თაობისათვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

"პარტია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახით აღარ მიიღებს მონაწილეობას. ის არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ისე იქნება წარმოდგენილი. კოალიციაში შემავალი პარტიებიდან გარკვეული პიროვნებები შესაძლოა გაწევრიანდნენ "ქართულ ოცნებაში". ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამოუკიდებლად მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილია და ახლა იმაზე მსჯელობენ, ვინ იქნება მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი", -- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

10-09-2015, 14:35
უკან დაბრუნება