ივერიონი / ელიზბარ ჯაველიძე: " ახლანდელი "ბუნტი და ჯანყი" მართული მგონია!"

ელიზბარ ჯაველიძე: " ახლანდელი "ბუნტი და ჯანყი" მართული მგონია!"

"ივერიონს " ესაუბრება "სახალხო კრების" წევრი,  აკადემიკოსელიზბარ ჯაველიძე 

 

-შეიძლება თუ არა კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს "კახური ბუნტი" და მავანთა მიერ მართული სიტუაცია?  თუ კახელ მევენახეთა  "წინასართველო"  გამოსვლა ადეკვატურია? 

-ახლანდელი ბუნტი და ჯანყი მართლა მართული მგონია, რადგან   უარეს მდგომარეობაში    არ იღებდნენ ხმას და ახლა,  ვითომ დემოკრატიულად  ვცხოვრობთო, რასაც უნდა ამბობენ და აკეთებენ?! არადა ეს დემოკრატია ხომ  ფუჭი და ტყუილია?! 

საერთოდ,  ყურძენს და კახელ გლეხს  რომ მოვლა უნდა, და  არა მარტო კახელს, ამაზე  დიდი ილიაც  ბრძანდებდა. ის საწამლავი, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობისთვის შემოდის,  ქართველს  ფიზიკურად და სულიერად აჩანაგებს.  კახელ მევენახეთა საპროტესტო  გამოსვლა, ერთი მხრივ,  მართალია, რადგან ყურძენი 2 ლარი უნდა ღირდეს, მაგრამ ხელისუფლებას  რომ უკიჟინებენ, მომავალში არ აგირჩევთო,  ეს მოწყობილ-ჩაწყობილი  საქმეა  "ნაციონალებისა",  რომლებიც პარლამენტშიც კი   იწვევენ ამ გლეხებს.  

-ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, მაღალ ფასად შეისყიდოს ყურძენი გლეხების დახმარების მიზნით?

-აუცილებლად უნდა დაეხმაროს, მაგრამ ეს ხომ მოწყობილი ჯანყია?! 

-ვინაიდან კახელი გლეხები ყოველწლიურად აწყდებიან ამ პრობლემას, საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს თუ არა შემუშავებული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარების  პროგრამა ან კონცეფცია?

-მრავალ სოფელში  ეხმარებიან გლეხებს, მაგრამ რაც კახეთში ხდება, სამწუხაროა. იქ  ჯერ შაჰ აბასს უნდოდა ვაზის აჩეხვა, შემდეგ  სააკაშვილის  პრემიერ გურგენიძეს სურდა, რომ აეჩეხათ ვაზი და საზამთრო დაეთესათ. ისიც მართალია, დღესაც არ ექცევა  ვაზს სათანადო ყურადღება, მაგრამ რაღაცას მაინც ხომ ცდილობს ეს ხელისუფლება?!  

ესაუბრა ია ჯღარკავა

12-09-2015, 23:37
უკან დაბრუნება