ივერიონი / ოთარ დანელი: კახეთში მიმდინარე რთველის ფარგლებში ქარხნებმა 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს

ოთარ დანელი: კახეთში მიმდინარე რთველის ფარგლებში ქარხნებმა 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს

კახეთში მიმდინარე რთველის ფარგლებში ქარხნებმა 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა.

 

"ამ დროისთვის უკვე 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი აქვთ ქარხნებს ჩაბარებული, თუმცა სიმწიფე გვიანდება და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 რთველის შედეგად 300 მილიონ ლარამდე შევიდა კახელი გლეხების ოჯახებში. გარდა ამისა, ჩვენ 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ. დაახლოებით 70 მილიონს შეადგენს მხოლოდ მიმდინარე სამელიორაციო პროექტების ღირებულება, რომლის დიდი წილი მოდის სწორედ კახეთზე. ასევე, 150 მილიონის შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული სოფლის მეურნეობის დარგში.

რაც შეეხება უშუალოდ ყურძნის რეალიზაციას, ჩვენ, მერიის დახმარებით, თბილისში შევარჩიეთ 15 ადგილი, სადაც გლეხებს მოსავლის რეალიზაცია შეუძლიათ. სარეალიზაციო პუნქტებში ყურძნის ფასი 1-ლარიდან 2,5 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნა დანელიამ .

14-09-2015, 14:25
უკან დაბრუნება