ივერიონი / ზვიად კვაჭანტირაძე:ხალხის ინტერესი ჩვენთვის ნომერ პირველი საზრუნავია

ზვიად კვაჭანტირაძე:ხალხის ინტერესი ჩვენთვის ნომერ პირველი საზრუნავია

უკვე რამდენიმე დღეა პეკინის ქუჩის მოსახლეობა ბაგა-ბაღის ტერიტორიას დემონტაჟისგან იცავს. აღნიშნულ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

"აქამდე რომ არ მეცადა, დღეს საჯაროდ არ დავპოსტავდი, მაგრამ რადგანაც ასეა... რადგანაც უკაცრავად და, "გკიდიათ", მეც ხმამაღლა შევუერთდები ხალხის პროტესტს, ვინაიდან ვთვლი, რომ 1. პეკინის ქუჩის მოსახლეობა მართალია; 2. თბილისის მერიის შესაბამისი ჩინოვნიკების ასეთი გულგრილი დამოკიდებულება მოსახლეობის ინტერესების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია და უსამართლოდ და ხელოვნურად განაწყობს ხალხს ზოგადად ხელისუფლების წინააღგმდეგ.

ამას არ დავუშვებთ!

ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და ხალხის ინტერესი ჩვენთვის არის ნომერ პირველი საზრუნავი. ვისაც ეს არ ესმის, იმათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს გვერდით", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

15-09-2015, 12:05
უკან დაბრუნება