მთავარი გვერდი > ლევან ბერძენიშვილი: "ნაციონალები" რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, "ნაციონალებსაც" არ აქვთ

ლევან ბერძენიშვილი: "ნაციონალები" რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, "ნაციონალებსაც" არ აქვთ


18-09-2015 / 12:37

ლევან ბერძენიშვილი:

გიგი უგულავას გათავისუფლებას და პოლიტიკური ბრძოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვები არ აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გაიმარჯვებს. ბერძენიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძვის.

 

"ნაციონალები რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, "ნაციონალებსაც" არ აქვთ, მაგრამ რას არ იტყვი სიხარულით კაცი. მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება ეგ არ ვიცი. მაგრამ, ყველა პატიმრის გათავისუფლებას სიამოვნებით ვუყურებ, დაპატიმრება გულს დამწყვეტს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.


უკან დაბრუნება