მთავარი გვერდი > საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა


21-09-2015 / 13:27

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში გაემგზავრა. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე დინ შპილმანსა და სხვა მოსამართლეებთან. საუბარი შეეხება სასამართლო სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გარდა შეხვედრები ასევე გაიმართება ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

ვიზიტი სტრასბურგში 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.


უკან დაბრუნება