მთავარი გვერდი > საქართველოს მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მოისმენს

საქართველოს მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მოისმენს


23-09-2015 / 12:05

საქართველოს მთავრობა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მოისმენს

2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

 

დეტალურ ინფორმაციას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.


უკან დაბრუნება