ივერიონი / ირინე იმერლიშვილი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ირინე იმერლიშვილი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და  უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

 

იმერლიშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას.

23-09-2015, 12:11
უკან დაბრუნება