ივერიონი / საფრანგეთი ეგვიპტეს "მისტრალებს" 950 მილიონ ევროდ გადასცემს

საფრანგეთი ეგვიპტეს "მისტრალებს" 950 მილიონ ევროდ გადასცემს

საფრანგეთი რუსეთისთვის განკუთვნილ ორ ვერტმფრენმზიდ "მისტრალს" ეგვიპტეს 950 მილიონ ევროდ მიყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ეგვიპტის ფლოტისთვის ხომალდების გადაცემა შესაძლებელია 2016 წლის მარტში განხორციელდეს, მას შემდეგ, რაც ეგვიპტელი სპეციალისტების შესაბამისი მომზდება ჩატარდება.

კონტრაქტი ვერტმფრენმზიდის მშენებლობის ტექნოლოგიის გადაცემას არ ითვალისწინებს. საფრანგეთმა რუსეთისთვის "მისტრალების" გადაცემაზე უარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად განაცხადა, რის გამოც რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

24-09-2015, 07:12
უკან დაბრუნება