მთავარი გვერდი > პაატა ზაქარეიშვილი: სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის განხორციელების საშუალება

პაატა ზაქარეიშვილი: სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის განხორციელების საშუალება


24-09-2015 / 12:59

პაატა ზაქარეიშვილი:  სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის  განხორციელების საშუალება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

 

"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულით გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენთაგანისათვის სიმშვიდის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 


უკან დაბრუნება