ივერიონი / დავით საგანელიძე: უმრავლესობის ლიდერი "ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი უნდა იყოს

დავით საგანელიძე: უმრავლესობის ლიდერი "ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი უნდა იყოს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერი აუცილებლად ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი უნდა იყოს.

 

"ფრაქცია "ქართული ოცნება"ყველაზე დიდი ფრაქციაა და სამართლიანი იქნება, უმრავლესობის ლიდერი ამ ფრაქციის წევრი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფრაქციებშიც ძალიან ბევრი ღირსეული პარლამენტარი, გამოცდილი და ძლიერი პიროვნებები არიან", - განაცხადა საგანელიძემ.

 

საგანელიძე საპატნიორო ფონდში საქმიანობის დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავს. მომავალ კვირას შეუჩერებს მას პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას.

 

"უახლოესი თვეების განმავლობაში - ვგულისხმობ 2-3 თვეს, რეორგანიზაციის იმ სისტემაზე ჩამოვყალიბდებით, რომელსაც საპარტნიორო ფონდში გავატარებთ. ამაში აუცილებლად დაგვეხმარება გერმანიის განვითარების ფონდი - KFW. მათთან ერთად ეტაპობრივად მოვახერხებთ იმ გარდაქმნას, რაც ამ სტრუქტურის ფარგლებში გვინდა", - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

24-09-2015, 19:32
უკან დაბრუნება