მთავარი გვერდი > დიმიტრი ქუმსიშვილი : ლართან მიმართებაში მოლოდინები გადაჭარბებული იყო

დიმიტრი ქუმსიშვილი : ლართან მიმართებაში მოლოდინები გადაჭარბებული იყო


25-09-2015 / 09:54

დიმიტრი ქუმსიშვილი : ლართან მიმართებაში მოლოდინები გადაჭარბებული იყო

ეროვნული ბანკის 40 მილიონი დოლარის ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი იყიდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

 

"კითხვის ნიშნები აღარ არის, რომ ლართან მიმართებაში მოლოდინები, როგორც ჩვენ ვამბობდით, იყო გადაჭარბებული. კურსი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ზედმეტად გაუფასურებული. გუშინწინ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ბაზარმა მხოლოდ 27 მილიონი იყიდა და 13 მილიონი დოლარი დარჩა გაუყიდავი. გიდასტურებთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი უნდა გამყარდეს", - აღნიშნა დიმიტყრი ქუმსიშვილმა.


უკან დაბრუნება