ივერიონი / ოთარ დანელია: ბოლო მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მილიონი ბოთლი ღვინო

ოთარ დანელია: ბოლო მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მილიონი ბოთლი ღვინო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. განცხადება ოთარ დანელიამ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

 

"ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა რეგიონში 52 მილიონ ლარს მიაღწია.

 

გადამუშავებულია 39 500 ტონა ყურძენი - 33 500 ტონა საფერავი, 2 000 ტონამდე კახური მწვანე და 9 000 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 29 000 ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები კი ასეთია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი ტონა, ახმეტა - 2,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა.

 

ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 000-მდე მევენახემ ჩააბარა.  

 

28 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მილიონი ბოთლი ღვინო. აქედან მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მილიონი ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია: რუსეთი - 12,1 მილიონი ბოთლი; ყაზახეთი - 3,4 მილიონი ბოთლი, უკრაინა - 1,9 მილიონი, ჩინეთი - 1,4 მილიონი ბოთლი, პოლონეთი 1,1 მილიონი ბოთლი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

30-09-2015, 11:26
უკან დაბრუნება