ივერიონი / თამაზ მეჭიაური: უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი

თამაზ მეჭიაური: უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს. 

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის ყოფილ ლიდერზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი. 

,,წასულზე უნდა თქვა ან კარგი ან არაფერი. ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. უმრავლესობის მომავალი ლიდერი უნდა იყოს მართლა ლიდერი ან არაფერი გააფუჭოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს. საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

30-09-2015, 12:42
უკან დაბრუნება