ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: ხიდაშელი იმპიჩმენტს იმსახურებს!

ნინო ბურჯანაძე: ხიდაშელი იმპიჩმენტს იმსახურებს!

ეს განცხადება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, გუშინ ტელეკომპანია „ობიექტივში“ მიხეილ ჯიბუტის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

 

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ხიდაშელის განცხადება არა მარტო „სიბრიყვის“  ნიშანია, არამედ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. 

 

პარტიის ლიდერის აზრით, თუ თავდაცვის მინისტრის პოზიციას გავიზიარებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ოფიციალურად ხელს ვაწერთ საქართველოს გახლეჩას და სამუდამოდ უარს ვამბობთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივაზე.

 

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა შესაძლებლად ჩათვალა, საქართველოს გაწევრიანება ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქვეყნის იურისდიქციაში მოქცევის გარეშე!

1-10-2015, 17:27
უკან დაბრუნება