ივერიონი / რას ვერჩით ემიგრანტებს?!

რას ვერჩით ემიგრანტებს?!

ბევრ მოქალაქეს არ ესმის წლობით უცხოეთში მომუშავე ემიგრანტების ხელით სამშობლოში გამოგზავნილი მყარი უცხოური ვალუტის მნიშვნელობა და ვიწრო პრაგმატული მოსაზრებით აცხადებს: - რას გვამადლიან ეს ემიგრანტები, თუ წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ, ისინი თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან! 

 

არადა ფასდაუდებელია მათი წვლილი, თუნდაც  ეროვნული ვალუტის სტაბილურობასთან მიმართებაში! აქ ასიათასებზე არ არის საუბარი!  საქმე ეხება მილიარდობით დოლარსა და ევროს! 

 

ჰმ, ბედის ირონია თუ გინდათ, აი ეს არის - ქვეყანაში მყარ ვალუტაში, ემიგრანტებისგან გამოგზავნილი მილიარდები ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი მვიშვნელოვანი გარანტი გახდა! 

 

სირცხვილი მთავრობას!  სირცხვილი პარლამენტს! 

 

მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებამ და მსოფლიოში ქაოსის შექმნამ, გამოიწვია საყოველთაო ეკონომიკური რყევები, რაც ევროსა და დოლარის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახა, ლარი კი ეს „სიფრიფანა ეროვნული ვალუტა“, რომელიც დოლარისა და ენერგომატარებლების ფასებზე იყო დამოკიდებული, საერთოდ “დასნეულდა“! 

 

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოაფრიკიდან ევროპაში მიგრირებულმა ხალხის არნახულმა ნაკადმა კიდევ უფრო იაფი გახადა უცხო ქვეყნებიდან მოსული სამუშაო ძალა და ამით პრობლემები შეუქმნა ქართველი ემიგრანტების ეკონომიკურ მდგომარეობას, ამან მკვეთრად დაშრიტა ის „სავალუტო ნაკადი“, რომელიც მთის წყალუხვი ნაკადულებივით შეედინებოდა ქვეყნის სავალუტო ბრუნვის სისტემაში და სტაბილურობის ნიადაგს „უპოხიერებდა“  ლარს! ამიტომ, პატივი ეცით ემიგრანტების უმძიმეს შრომას და სამშობლოსა და ოჯახის მონატრებით დაღვრილ მათ ცრემლსა და ოფლს! 

 

რა თქმა უნდა, „ემიგრანტის ჰონორარი“ ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის პანაცეა არ არის და უბრალოდ სიბრიყვე იქნება, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ამ საცოდავი ადამიანების მხრებზე გადავიტანოთ. მიგრაცია უკიდურესად ნეგატიური არასასურველი მოვლენაა და ხელისუფლების უსუსურობაზე მეტყველებს,მე უბრალოდ ფაქტზე და მოვლენაზე ვამახვილებ ყურადღებას. მინისტრები იმაზე კი არ უნდა წუხდნენ, რომ „ემიგრანტული ვალუტის ნაკადი“  შემცირდა, არამედ იმაზე უნდა იზრუნონ, როგორმე გამოიყვანონ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან, რომ ჩვენებურები მიზერული გასამრჯელოს საფასურად, ევროპელების და ამერიკელების „მოჯამაგირეები“ აღარ გახდნენ!

 

სხვათაშორის: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სათვისტომო (დიასპორა რომ ქვია), ებრაელების შემდეგ სომხებს აქვთ - სომხები, ჩვენი საცოდავი ქალებივით, ველური დასავლეთის ბებრების „სიდელკები“ არ არიან! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

2-10-2015, 12:19
უკან დაბრუნება