მთავარი გვერდი > ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება


8-10-2015 / 12:20

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება. 

 

ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

 

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები პროექტის განხორციელების მიმართულებით, უახლოეს მომავალში დაიწყება. 

 

პროექტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება.

 


უკან დაბრუნება