ივერიონი / ომარ ნიშნიანიძე: ჩვენი ერთ-ერთი მინუსი არაგუნდურობაა!

ომარ ნიშნიანიძე: ჩვენი ერთ-ერთი მინუსი არაგუნდურობაა!

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი მინუსი არაგუნდურობაა. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, კარგი იქნება, რომ უმრავლესობის ლიდერი იყოს მართლაც ლიდერი. 

"მე, მაგალითად, დავით საგანელიძეს მთლად ლიდერად ვერ აღვიქმადი. ამბობენ, რომ წასულია კაცი და მასზე ან კარი უნდა თქვა, ან არაფერიო, მაგრამ მას გზა მისცეს და არ მაქვს ახლა პრეტენზიები და არ ვიხსენებ არაფერს. მაგრამ ახალი ლიდერი, რომელიც იქნება, უნდა იყოს მართლა ლიდერი. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მართლაც უნდა ილიდეროს. ის უნდა იყოს ავტორიტეტი, უნდა იყოს გუნდის შემკვრელი, საქმის მკეთებელი და რაც მთავარი, მას გუნდი დეცენტრალიზაციისკენ კი არ უნდა მიყავდეს, არამედ გუნდი უნდა გააერთიანოს. ის უნდა იყოს ლოკომოტივი, რომელიც გაქაჩავს გუნდს. მე რომ მის ავტორიტეტს გავუფრთხილდები, ისიც უნდა გაუფრთხილდეს ჩემს ავტორიტეტს. ირონიით დაცინვით კი არ უნდა იყოს ჩვენს გამონათქვამზე, ის უნდა იყოს ჩვენი დამცველი და მაშინ იქნება გუნდი. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი არის ჩვენი არაგუნდურობა. ეს იმ დაჩქარებული პროცესების ბრალიც იყო, რომელიც ჩვენ 2012 წელს გამოვიარეთ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაკლები კომუნიკაციაა. 

 

"სამწუხაროდ, ჩვენსა და ხალხს შორის კომუნიკაცია ძალიან ნაკლებია პიარზე ხომ აღარ არის ლაპარაკი საერთოდ - არ გვაქვს. ამიტომ მე სულ ამას გავიძახი, რომ მეტი ინფორმაცია ხალხს და ხალხის არაინფორმირებულობა იწვევს მის დაბნეულობას, არჩევნებზე მიუსვლელობას და არ მგონია, რომ ეს კარგი იყო და ამაში ჩვენი ბრალი უნდა დავინახოთ", - გნაცხადა ნიშნიანიძემ. 

8-10-2015, 13:44
უკან დაბრუნება