ივერიონი / ზურაბ ტყემალაძე: "გაზპრომთან" რაიმე დათმობაზე საუბარი გამორიცხულია

ზურაბ ტყემალაძე: "გაზპრომთან" რაიმე დათმობაზე საუბარი გამორიცხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" მხოლოდ კომერცოული კორპორაცია არ არის და გარკვეულ პოლიტიკური ელემენტების მატარებელია. აღნიშნულზე ტყემალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "გაზპრომთან" საქართველოსთვის მომგებიანი და სასარგებლო ხელშეკრულება გააფორმოს.

 

"ენერგეტიკის მინისტრი თუ ამას ვერ მიაღწევს, ბუნებრივია ეს ხელშეკრულება, ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, რაიმე დათმობაზე და ზეგავლენის ქვეშ მოქცევაზე საუბარი, გამორიცხულია. აზერბაიჯანიც კი ყიდულობს გაზპრომიდან გაზს. ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ სხვა ქვეყანას რაიმე არ დავუთმოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავითვალისწინოთ. საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. წინასწარ განგაშს ნუ ატეხთ, თუ რომელიმე კონტრაქტი გაფორმდება ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება, მაშინ მოვთხოვოთ ყველას პასუხი",- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

11-10-2015, 11:21
უკან დაბრუნება