ივერიონი / სოზარ სუბარი: წელს დედაქალაქში 541 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას

სოზარ სუბარი: წელს დედაქალაქში 541 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით დევნილთა პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად ხორციელდება.

 

სოზარ სუბარმა გადაცემაში "2030" იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც წლის ბოლომდე იგეგმება.

 

"წელს დედაქალაქში 541 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. თბილისში, პირველად ხდება ბინების გაცემა და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბინა გვექნება. სიას, სავარაუდოდ, იქით კვირაში გამოვაქვეყნებთ. მანამდე მიმდინარეობს გადამოწმება - ვის ეკუთვნის და ვის არა. პირველ რიგში, ყველაზე მაღალქულიანი კმაყოფილდება. წელს ერთი და ოროთახიანი ბინები ცოტა გვქონდა, ამიტომ დაკმაყოფილდება მრავალსულიანი ოჯახები, რომელთაც სამი და ოთხოთახიანები ესაჭიროებათ." - განაცხადა მინისტრმა.

16-10-2015, 08:20
უკან დაბრუნება