მთავარი გვერდი > ეკა ბესელია:ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის სამართლებრივ დავაში არ ჩაერევა

ეკა ბესელია:ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის სამართლებრივ დავაში არ ჩაერევა


16-10-2015 / 17:01

ეკა ბესელია:ხელისუფლება

დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პასუხად განაცხადა, რომ ყველა მოსამართლე, რომელსაც დღეს ომს უცხადებენ და თავს ესხმიან, სწორედ მათ დროს არის დანიშნული.

 

"არა მგონია, შემთხევითი იყოს ის, რომ რომ "რუსთავი 2", სადაც ძალიან ბევრი კვალიფიციური და პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს, ძალიან ბევრმა ცნობილმა სახემ დატოვა. არც იმ მგონია შემთხვევითი, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ის ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არ დახურავს და არ ჩაერევა სამართლებრივ დავაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 


უკან დაბრუნება